|
2022-02-23 14:14:24, 473 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მიწის ფონდის შესწავლის და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით, 2021 წელს, 130 ნიმუში იქნა გამოკვლეული
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის მიერ, 2021 წელს, საქართველოში ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ნიადაგი გამოკვლეულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25 ათას ჰექტარ ფართობზე; აღებული და ლაბორატორიულ პირობებში შესწავლილია 130 ნიმუში. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, შედგენილია ნიადაგის ხსნარის რეაქციის (pH), ხსნადი მარილების შემცველობის და ორგანული ნახშირბადის მარაგის ციფრული რუკები; ამავე მეთოდოლოგიის გამოყენებით, შექმნილია საქართველოს ნიადაგების მიერ ნახშირბადის შებოჭვის პოტენციალის რუკები. "ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2016 წლიდან ფუნქციონირებს; 2018 წლიდან კი, „ნადაგის ლაბორატორიების გლობალური ქსელის (GLOSOLAN) წევრია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)