|
2022-02-23 13:22:00, 505 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი და ოცნება ქვეყნის გამთლიანებაა
დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება ქვეყნის გამთლიანებაა, ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის განმტკიება და აღდგენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრა აღნიშნა, საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომელიც იუნკრების იყო. „ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, იუნკრებმა თავი გაწირეს საკუთარი სამშობლოს დაცვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ვერ შეაჩერეს ის უზარმაზარი „წითელი არმია“, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. გზა თავისუფლებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, სიმშვიდეზე და ჩვენი ერის გაერთიანებაზე. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომელიც იუნკრების იყო,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)