|
2022-02-23 12:35:57, 783 ნახვა
მსოფლიო
რუსეთს სანქციები ავსტრალიის მთავრობამაც დაუწესა
ავსტრალია მოგზაურობის აუკრძალვას და მიზანმიმართულ ფინანსურ სანქციებს დააწესებს რუსეთის უშიშროების საბჭოს რვა წევრს, - ამის შესახებ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა. ავსტრალიის პრემიერის თქმით, გაფართოვდება უკვე არსებული სანქციები „რომელიც ეხება, ყირიმის და სევასტოპოლის ოკუპაციას. იაპონიის მთავრობის განცხადებით, აიკრძალება ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ. „რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ. რაც შეეხება კანადას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ეკონომიკური სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა. მისივე თქმით, ასევე სანქციები დაუწესდებათ რუსეთის პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭირეს მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)