|
2022-02-23 10:54:42, 835 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში რუსეთის ელჩი სანქციებზე - არ მახსოვს დღე, როცა ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთის შეზღუდვის გარეშე იცხოვრა
აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებს ეხმაურება. ელჩის თქმით, სანქციები ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს მნიშვნელოვნად დააზარალებს თუმცა, თავად რუსეთისთვის ეს სანქციები გადამწყვეტი არ არის. "უდავოა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მტკივნეულად დაარტყამს მსოფლიო ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს. არ იქნება გამონაკლისი შეერთებული შტატებიც, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იგრძნობენ ფასების მატების შედეგებს. რთული წარმოსადგენია, რომ ვაშინგტონში ვინმეს იმედი აქვს, რომ რუსეთი გადახედავს მის საგარეო პოლიტიკას შეზღუდვების საფრთხის შიშით. არ მახსოვს არცერთი დღე, როცა ჩვენმა ქვეყანამ დასავლური სამყაროს შეზღუდვის გარეშე იცხოვრა. ვისწავლეთ, როგორ ვიმუშაოთ ასეთ პირობებში და არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფო", - განაცხადა ანტონოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)