17:10 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 10:16:58, 577 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრს, კოხლეარული იმპლანტები გადასცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრს (ქევანიშვილი-ჯაფარიძის კლინიკა), კოხლეარული იმპლანტები გადასცა.  - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილი  ბენეფიციარებზე მეტყველების პროცესორის მორგება-რეგულირების პროცესს დაესწრო.

ბენეფიციართა შორის ერთ-ერთი 2 წლის ერეკლე იმედაშვილი იყო, რომლემაც წარმატებული ოპერაციის შემდგომ ბგერები პირველად აღიქვა. 

სახელმწიფო პროგრამა შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უსასყიდლოდ  უზრუნველყოფას, ოპერაციასა და იმპლანტაციის შემდგომ 1-წლიან უფასო რეაბილიტაციას მოიცავს. დასავლური სტანდარტების შესაბამისი, კოხლეარული იმპლანტის კომპლექტის ღირებულება 50 000 ლარამდეა.  

შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში  2021 წლის 1 აპრილს ინტეგრირდა.
პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის ოქტობრიდან დღემდე, 20  ბენეფიციარი დაკმაყოფილდა. 2022 წლის განმავლობაში კი ყველა არსებული მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics