2022-02-22 18:13:59, 627 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - მოგესალმებით ახალ მსოფლიოში, მალე ევროპელებს 1 000 კუბური მეტრი გაზისთვის 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ
„მოგესალმებით ახალ მსოფლიოში, რომელშიც მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მანამდე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცეს აჩერებდა.
„გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტის შეჩერების ლიცენზია გამოსცა. რას ვიზამთ. მოგესალმებით ახალ მსოფლიოში, რომელშიც მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ“, - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა „ტვიტერ“-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,