05:24 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-21 23:27:51, 3863 ნახვა

სამართალი
თბილისში რესტორან "თავადურში" მიხეილ ხუბუტიას სცემეს

თბილისში რესტორან “თავადურში” ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას, “რუსეთში ქართველთა კავშირის” თავმჯდომარეს სცემეს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.

“ეს იყო მიზანმიმართული და სპონტანური პროვოკაცია. საქართველოში, კანონით, ხელი არ უნდა აღმართო ადამიანზე. რესტორანში დაცვის გარეშე ვიყავი. აღმასრულებელი დირექტორი დაცვასთან ერთად მე და პუტინს დედას გვაგინებდა, ასევე აგინებდნენ რუსეთს. თითქმის ოთხმა კაცმა მცემა, მერე ძირს დამაგდეს და ასე მცემდნენ. მადლობა ღმერთს, პოლიციამ ჩანაწერი იპოვა, სადაც ჩანს რომ მცემენ. აი, რა მოუტანა გლობალიზაციამ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, დამნაშავეებს შესაბამისად დასჯიან,”– წერს ხუბუტია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics