|
2022-02-22 16:55:06, 558 ნახვა
საზოგადოება
DRI - 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას სასამართლო სხდომებზეც აგრძელებენ
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას სასამართლო სხდომებზეც აგრძელებენ. DRI -ის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის მასობრივი ძალადობის საქმეზე დაზარალებულ რატი წვერავას ერთ-ერთმა ბრალდებულმა მუქარის შემცველი განცხადებით მიმართა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ძალადობაში მონაწილეებს „არაკაცები" უწოდა. „გამომიშვით, მიმიშვით და კიდევ მომეცით 6 წელი”; „ესეთი ხალხის გამო ვზივარ აქ”; „ასეთ ვიგინდარას შემოარტყამ და მერე ვზივარ ციხეში”. - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე. როგორც, DRI აღნიშნავს, სასამართლო განხილვების დროს დაზარალებული ჟურნალისტების მიმართ არსებული მტრული გარემო ახალი არაა. მათივე ცნობით, 11 თებერვალს ერთ-ერთმა ბრალდებულმა შეურაცხყოფა „მთავარი არხის" ჟურნალისტსაც მიაყენა. "სასამართლო მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც DRI-იმ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის საქმეებზე გამოაქვეყნა, ორგანიზაციამ დაზარალებულების, ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვისას სხდომათა დარბაზში არსებულ დამაშინებელ და დაძაბულ გარემოს არაერთხელ გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის საქმეებზე დაცვის მხარის სტრატეგია ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ განწყობებზეა აგებული. დაცვის მხარე მათ პროვოკატორებს უწოდებს და პასუხისმგებლობის დაზარალებულებზე გადატანას ცდილობს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა არაერთხელ განაცხადა, რომ 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე ხელისუფლების წარმომადგენლების არასათანადო რეაგირებამ და ორგანიზატორების დაუსჯელობამ, შესაძლოა მსგავსი დანაშაულების სამომავლოდ ჩადენა წაახალისოს." - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)