|
2022-02-22 16:33:29, 484 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ვებინარი „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მონიტორინგი” გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ვებინარი „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მონიტორინგი” გაიმართა. ვებინარში მონაწილეობა ეკოლიდერებმა, გარემოსდამცველმა მოხალისეებმა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან აღნიშნული თემით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. შეხვედრა ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა და საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კუთხით არსებული მდგომარეობისა და ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე, დარგის სპეციალისტებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ელინა ბაქრაძემ ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და მონიტორინგის მექანიზმების შესახებ ისაუბრეს. ახალგაზრდებმა ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებისა და ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად არსებული რეკომენდაციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)