17:10 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 15:43:04, 569 ნახვა

საზოგადოება
კურორტი „გოდერძი“ ესპანელი ფრირაიდერი ბლოგერების ყურადღების ცენტრშია

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ს ტურისტული შესაძლებლობები პროფესიონალი მოთხილამურე ბლოგერების ყურადღების ცენტრში მოექცა.  ფრირაიდის ესპანელმა  მოთხილამურეებმა კურორტის ექსტრემალური და სპორტული სათხილამურო ტრასები გამოსცადეს და თავიანთი შთაბეჭდილებები ასიათასობით გამომწერს გაუზიარეს, რომელთა შორის უმრავლესობა პროფესიონალი მოთხილამურე და ფრირაიდერია.

ბლოგერებმა უკვე გამოაქვეყნეს სტატია პოპულარულ, სპორტულ გამოცემაში Nevasport, რომელსაც 12 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. როგორც ისინი აღნიშნავენ, კურორტი „გოდერძი“ ერთ-ერთი საუკეთესოა, ექსტრემალური, პროფესიონალური სტილის სრიალისთვის. იქ შესაძლებელია, როგორც ძირითად ბილიკზე, ისე გაუკვალავ ადგილებში სრიალი, რაც ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია დღეს მსოფლიოში.

ესპანელი ფრირაიდერები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. გარდა სტატიებისა, ისინი პროფესიონალ მოთხილამურეებსა და მათ გამომწერებს კურორტზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეორგოლს გაუზიარებენ. აჭარის შემდეგ მოთხილამურეებმა სვანეთის სათხილამურო ტრასებიც გამოსცადეს.

„რომ შევაჯამოთ, ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა ქვეყანაში, რომელიც დამალულ მარგალიტს ჰგავს. შემდეგ წელს ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით, რათა უკეთ გავიცნოთ ეს ქვეყანა და ვისიამოვნოთ იმ ყველაფრით რასაც აქ გვთავაზობენ: ბევრი თოვლი, უგემრიელესი საჭმელი, საყვარელი ხალხი, სასწაული ხედები, სათავგადასავლო სათხილამურო ტრასები და მომაჯადოებელი კულტურა.

იხილეთ სტატია  - https://www.nevasport.com/reportajes/art/62286/georgia-ski-trip/





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics