|
2022-02-22 15:08:04, 608 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მადლობა ზურაბიშვილს სიმართლისთვის - რომ საბუთები, რომლებიც ჩემსა და ჯანაშიას უდანაშაულობას ამტკიცებდა, უბრალოდ მოპარულია
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე, გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. სააკაშვილის მიმართვაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილს სიამართლის თქმისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ის საბუთები, რომელიც მის და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას ამტკიცებდა პრეზიდენტის ადმინსიტრაციიდან მოპარულია. "მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი. ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის. გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)