2022-02-22 10:15:34, 410 ნახვა
მსოფლიო
დმიტრი კულება - ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი
მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრს შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი განცხადებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდება.
„შექმნილი სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, მქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ვაშინგტონში ჩვენს ხვალინდელ შეხვედრამდე. მთავარი საკითხი: სანქციები. მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას“, - წერს დმიტრო კულება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,