18:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 00:31:44, 609 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის პირველი რეაქცია დონეცკის და ლუგანსკის პუტინის მიერ აღიარებაზე - მსოფლიო წესრიგის ცვლილება

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ დონეცკის  და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა უწოდეს.

ამის შესახებ, ნათქვამია მათ შეტყობინებებში Twitter-ზე.

"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები უკრაინასთან სოლიდარობისას უპასუხებენ ერთიანობით, მტკიცედ და შეუპოვრად", - ნათქვამია წერილში.
სერბეთში ამ გადაწყვეტილებას „მსოფლიო წესრიგის“ ცვლილება უწოდეს. ლატვიაში განაცხადეს, რომ ხვალ ჯაველინების პარტიას უკრაინას მიაწვდიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics