|
2022-02-21 12:21:10, 709 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ფაქტებით დასტურდება, რომ გიორგი გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“
ფაქტებით დასტურდება, რომ გიორგი გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების მატარებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ინტერესების შესაბაისად გადადგა და პატივი არ სცა კანონის უზენაესობას. „გახარია გადადგა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერის ინტერესების შესაბამისად და მან პატივი სცა არა კანონის უზენაესობას და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპებს, არამედ რადიკალური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ეს ფაქტი ასევე დასტურდება საკრებულოებში მათი კოალიციით და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერების განცხადებებით. რამდენიმე თვის წინ გახარიას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ და მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას გამორიცხავდნენ, გავიდა რამდენიმე თვე და მასთან თანამშრომლობა შესაძლებელი გახდა. ეს კრავს იმ წრეს, რაზეც აქამდე ვამბობდით, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)