2022-02-18 21:21:19, 1240 ნახვა
მსოფლიო
დმიტრი პესკოვი - კრემლმა ოკუპირებულ დონეცკში გამოცხადებული ევაკუაციის შესახებ არაფერი იცოდა
კრემლის განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში გამოცხადებული ევაკუაციის შესახებ არაფერი იცოდნენ.
პრესპიკერი,დმიტრი პესკოვი რუსულ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ პუშილინის ბრძანების შესახებ არაფერი იცოდა, ხოლო კითხვაზე მიიღებს თუ არა რუსეთი დონეცკის მაცხოვრებლებს, პესკოვი პასუხს თავს არიდებს - “არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია”- ამბობს პესკოვი რუსულ მედიასთან.
შეგახსენებთ, სეპარატისტების ლიდერებმა ოკუპირებული დონეცკიდან ევაკუაცია გამოაცხადეს და მოსახლეობას რუსეთისკენ წასვლისკენ მოუწოდეს. ქალაქში სირენების ხმა ისმის, ხოლო ბანკომატებთან მოსახლეობის რიგები დგას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,