|
2022-02-17 16:07:09, 643 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ერთად, ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც არ სურს უკრაინის ალიანსში გაწევრიანება
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, როდესაც უკრაინა საუბრობს საკუთარ დამოუკიდებლობაზე, ბევრ სხვა ქვეყანას ამასთან დაკავშირებით „საკუთარი ინტერესები“ ამოძრავებს. როგორც ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ნატო ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. „უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას გადაწყვეტს... დიდი დრო გავიდა, მაგრამ ნატო-მდე მანძილი არ იკლებს, რა არის მიზეზი? ეს ფილოსოფიური კითხვაა, არის კონკრეტული მიზეზები. რუსეთს, რომელსაც არ სურს, რომ უკრაინა იყოს ნატოს წევრი და ნატო-ს ზოგიერი წევრი ქვეყანა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს ამ საკითხში“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ეს ინფორმაცია საკმაოდ ღიაა და არ წარმოადგენს საიდუმლოს. „ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს და ვიტყვით, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს უკრაინის ნატო-ში ყოფნა. ეს ასე არ არის. ამ ქვეყნების სახელებს არ გაგიმხელთ, რადგან დღეს ჩემთვის ყველაზე მაღალი ინტერესი არის ის, რომ ყველა ქვეყანა უჭერდეს მხარს. ჩვენთვის ძალიან რთულია ასეთ მეზობლებთან ურთიერთობა, ამიტომ ახლა არ გვჭირდება რაიმე რისკი და დიპლომატიური კონფლიქტები“, - დასძინა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)