|
2022-02-17 15:33:11, 815 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ თუ დასავლეთი ბელარუსს თავს დაესხმება, პრეზიდენტად სამუდამოდ დარჩება
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ დასავლეთი ბელარუსს თავს დაესხმება, როგორც 2020 წლის არჩევნების დროს, ის სამუდამოდ დარჩება სახელმწიფო მეთაურად. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Belta ავრცელებს. „თუ თქვენ [დასავლეთი] განაგრძობთ ჩვენზე თავდასხმას, როგორც 2020 წელს, მე ვიქნები „მარადიული პრეზიდენტი“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მისივე თქმით, ჯერ არასდროს გაუკეთებია კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. „მე ვთქვი, რა პირობებში. თუ დასავლეთი კოლექტიურად, პირველ რიგში, ამერიკელები, ბელარუსს ჩამოართმევენ იარაღს და დაიწყებენ ჩვენთან, ყველა სახით პროვოკაციებს, როგორც ეს მოხდა 2020 წელს, ყველაფერი იქნება კანონიერად, ნაზად და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე თქვენ ან მათ სურთ“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)