|
2022-02-17 12:51:57, 499 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება
ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ უკრაინის საზღვართან განვითარებული მოვლენების პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის წინ განაცხადა. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება. „მივესალმები ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძეს და მინისტრ რეზნიკოვს. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში საფრთხის ქვეშაა. მოსკოვიდან არის მინიშნებები, რომ დიპლომატია და მოლაპარაკებები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ ამ დრომდე ჩვენ ჯარის გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა უგულებელყოფა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისადმი. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი რეალობა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)