08:34 - 09 May, 2026
|
2022-02-17 12:06:03, 506 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი - ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, უკრაინის კრიზისი კიდევ თვეების განმავლობაში გააჭიანუროს
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, უკრაინის კრიზისი კიდევ თვეების განმავლობაში გააჭიანუროს. „რუსეთმა უკრაინის კრიზისი, შესაძლოა, კვირების ან თვეების განმავლობაში გააჭიანუროს იმ მიზნით, რომ უკრაინა დაამხოს და დასავლურ ერთიანობას დაუპირისპირდეს“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ამასთანავე, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვრის ტერიტორიიდან გადის. „არ უნდა მოგვადუნოს უსაფრთხოების ცრუ განცდამ რუსეთისგან იმის მტკიცებით, რომ ჯარის ნაწილი ყაზარმაში ბრუნდება, მაშინ, როცა რეალურად რუსული სამხედრო მობილიზების შემცირების ნიშნები არ ჩანს“, - დასძინა ლიზ ტრასმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)