|
2022-02-17 11:33:05, 610 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში, უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში, უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია 598 ხმით მიიღეს, წინააღმდეგ კი, 55 ხმა დაფიქსირდა. ფინანსურ დახმარებას უკრაინა ორი ტრანშით მიიღებს. გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის ნახევარი, შესაძლოა დაუყოვნებლივ გაიცეს სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. იმისათვის, რომ თანხა გაიცეს, ქვეყანამ უნდა აჩვენოს პროგრესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელებაში. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ თანხის გაცემის წინაპირობ, ასევე არის „ეფექტური დემოკრატიული მექანიზმები, მათ შორის მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა და კანონის უზენაესობა, ასევე გარანტიები ადამიანის უფლებების დაცვაში“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)