|
2022-02-17 10:26:03, 2499 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან კიდევ 7 000 ჯარისკაცი გაგზავნა
უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსულ ძალებს, ბოლო დღეებში, დაახლოებით 7 000 ჯარისკაცი დაემატა, - მედიის ცნობით, ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა. როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ჯარების ზრდა რუსეთის მტკიცებას მათი გაყვანის შესახებ „მცდარად“ აქცევს და გააფრთხილა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საჯაროდ დააფიქსიროს, რომ ღიაა დიპლომატიის მიმართ. „ყოველი მითითება, რაც ახლა გვაქვს, არის ის, რომ ისინი მხოლოდ საჯაროდ სთავაზობენ საუბარს და დეესკალაციის შესახებ პრეტენზიებს, მაშინ როცა კერძო მობილიზება ხდება ომისთვის“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა. ამასთანავე, მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის საბაბად, შესაძლოა მედიისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელება გამოიყენოს. „ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან, უახლოეს დღეებში. ჩვენ არ ვიცით, რა ფორმის იქნება ცრუ საბაბი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო ამისთვის მზად არის“, - დასძინა მაღალჩინოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)