07:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 12:10:29, 829 ნახვა

ეკონომიკა
Bloomberg - რუსული ნავთობის მყიდველები ვაჭრობის შეზღუდვისთვის ემზადებიან

ნავთობით მოვაჭრეები და რუსული ნავთობის მყიდველები ემზადებიან ვაჭრობის შეზღუდვისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს უკრაინასთან არსებული ვითარების გამო სანქციები დაუწესდება. ამის შესახებ Bloomberg ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით იტყობინება.
ნავთობის იმპორტიორები აფასებენ რუსული ნავთობის შეძენის რისკებს, „რადგან უკრაინის ირგვლივ დაძაბულობა პოტენციურად გადამწყვეტ კვირას უახლოვდება“, - წერს სააგენტო.

 Bloomberg თანახმად, მოვაჭრეები შიშობენ, რომ შესაძლო შეზღუდვები იმოქმედებს პოპულარული აზიური კლასის ნავთობის მიწოდებაზე. საუბარია ციმბირული ESPO ბრენდის ზეთზე და სოკოლის ზეთზე, რომელიც იწარმოება შორეულ აღმოსავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რამდენიმე იმპორტიორმა დაიწყო აპრილის შესყიდვის გეგმების გადახედვა, აცხადებენ ბაზრის მონაწილეები.
ევროპაში რამდენიმე ტრეიდერმა თქვა, რომ ისინი ელიან უკრაინასთან განვითარებულ მოვლენებს, რათა სრულად შეაფასონ შესაძლო სანქციების გავლენა ნავთობის ბაზარზე.

S&P Global Platts-ის მონაცემებით, 11 თებერვალს ევროპაში Urals-ის ნავთობის ღირებულება ყველაზე დაბალ სხვაობამდე დაეცა. ამავე დროს, აზიაში ნავთობის ფასი იგივე დონეზე რჩება, აღნიშნავს Bloomberg.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics