11:30 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 21:52:36, 1109 ნახვა

მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი რუსეთის სათათბიროს მიმართვას პუტინისადმი, რომ აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი კატეგორიულად გმობს

„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის სათათბიროს მიმართვას პუტინისადმი, აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი, რაც მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

იგი რუსეთს მოუწოდებს, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ნორმანდიულ ფორმატსა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში.

„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილებას, მიმართოს პრეზიდენტ პუტინს, აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის მხარეები, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ეს აღიარება მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ნორმანდიულ ფორმატსა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში“, - წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერ“-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics