|
2022-02-15 12:42:53, 2613 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ჰოსპიტლებში მყოფი 6 000 პაციენტიდან, დაახლოებით, 95% აუცრელია
ჰოსპიტალებში მწოლიარე 6 000 პაციენტიდან, დაახლოებით, 95% აუცრელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინა და განსაკურებით „ბუსტერი“ ,იცავს ადამანს ყველაზე მთავარისსგან გართულებისა და ფატალური შედეგისგან. „ჰოსპიტლებში მწოლიარე 6 000 პაციენტიდან, დაახლოებიოთ, 95% აუცრელი გახლავთ. მათ შორის, რეანიმაციებში მყოფი პაციენტებიდან, მაღალი პროცენტი აუცრელია. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა და განსაკუთრებით, „ბუსტერი“, იცავს ადამიანს უფრო მთავარისგან ესაა გართულება, მოხვედრა ინტენსიურ თერაპიაში, რეანიმაციაში და ფატალური გამოსავალი. ამიტომ დღეს ორი მთავარი იარაღი რჩება ომიკრონთან საბრძოლველად, ესაა პირბადე, რომელსაც ჯერ ვერ შეველევით, ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეში, ეს უნდა გახდეს ჯერჯერობით, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი, იმიტომ რომ ომიკრონი და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. ასევე, მეტი ადამიანი მივიდეს და აიცრას, განსაკუთრებით, ვინც ორჯერ აცრილია, ჩაიტაროს „ბუსტერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)