|
2022-02-15 12:12:57, 682 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწესებულ გადასახადებზე - მოგიწოდებთ, შეიკრიბეთ და სალარო აპარატები ნაგავში გადაუყარეთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწესებულ გადასახადებს ეხმაურება და კატეგორიულად მოითხოვს, რომ ბაღში შესვლა იყოს უფასო გახდეს. კატეგორიულად ვითხოვ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა იყოს უფასო. ფასიანად აქციეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ოცნება" კორუფციაში გამოიჭირეს. ის კორუფცია რომ გაემართლებინათ, ფასი დაადეს. სრულიად აბსურდია ასეთ ბაღში შესვლაზე ფულის აღება - ეს იგივეა, რომ ლონდონის ჰაიდ პარკში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში და ბათუმის ბულვარში ან ვაკის პარკში შესვლა ფასიანი იყოს. დაუბრუნეთ ზუგდიდელებს სასიცოცხლო სივრცე! ნუ გახვედით ბოლომდე თავს! ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ერთ დღეს ბევრნი შეიკრიბონ და ეგ სალარო აპარატები ნაგვის ურნაში გადაუყარონ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარკში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)