2022-02-15 11:57:10, 903 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი ენერჯი“ მასივში მომხდარ აფეთქებაზე - წინასწარი ინფორმაციით, საქმე გვაქვს დაუდევრობასთან
„თბილისი ენერჯი“ დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა და წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან ან გადაადგილებასთანაა დაკავშირებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ და ვრეცლი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება.
„გაფრთხილდით! გაზის დანადგარების გადაადგილების და რემონტის დროს ძალიან ხშირია გაზის რეზინის მილის დაზიანების შემთხვევები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,