|
2022-02-14 14:12:20, 773 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე - მგონია, რომ კვალი მიგვიყვანს პირამდე, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას“
კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს საუბარი ე.წ. ქოლ-ცენტრებზე, არის ეჭვები, რომლითაც „ნაცმოძრაობის“ კონკრეტულ წარმომადგენლებამდე მივყავართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან აღნიშნულზე საუბარი, იაფფასიანი სპეკულაციაა. „კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს საუბარი ე.წ. ქოლცენტრების შესახებ, რომ არის ეჭვები, რომელთაც „ნაცმოძრაობის“ კონკრეტულ წარმომადგენლებამდე მივყავართ და რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებულნი არიან „ნაცმოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან. ოპოზიციის მხრიდან, ამაზე პასუხი არის ის, რომ უნდათ აქცენტების გადატანა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პირიდან სხვა პირებზე. ეს ძალიან იაფფასიანი სპეკულაციაა. გამოძიება უნდა დაიწყოს და ალბათ, დაწყებულიცაა. მგონია, რომ კვალი მიგვიყვანს იმ პირამდე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება „ნაცმოძრაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)