07:04 - 09 May, 2026
|
2022-02-14 13:15:49, 721 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში - კიევმა შესაძლოა, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ უკრაინამ შესაძლოა უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე. აღნიშნულის შესახებ ელჩმა BBC-ს რადიო ეთერში განაცხადა და მიზეზად, „ომის თავიდან აცილება“ დაასახელა. „ჩვენ მოქნილები ვართ, ვცდილობთ ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა. თუ სერიოზული დათმობები მოგვიწია, ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა უკრაინის ხელისუფლება ამ იდეის მიტოვებას. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის დაწყებაზე, ბოლო თვეების განმავლობაში საუბრობენ. მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)