12:31 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 10:31:55, 782 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კიევი უახლოეს 48 საათში რუსეთთან სასწრაფო შეხვედრას მოითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან უახლოეს 48 საათში სასწრაფო შეხვედრას მოითხოვს. 

როგორც დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს, კიევი სასწრაფო შეხვედრაზე ასევე მოიწვევს ვენის დოკუმენტის ხელმომწერ ქვეყნებსაც. 

„რუსეთმა არ უპასუხა ჩვენს მოთხოვნას ვენის დოკუმენტის შესახებ. ჩვენ ვდგამთ შემდეგ ნაბიჯს. უკრაინა მოიწვევს შეხვედრას რუსეთთან და ყველა წევრ სახელმწიფოსთან მომდევნო 48 საათის განმავლობაში, რათა განვიხილოთ რუსული ჯარების გაძლიერება და გადაადგილება ჩვენი საზღვრის გასწვრივ და დროებით ოკუპირებულ ყირიმში“, - წერს დმიტრო კულება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics