07:04 - 09 May, 2026
|
2022-02-14 10:22:49, 740 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი დღეს უკრაინას ეწვევა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სამუშაო ვიზიტით დღეს უკრაინას ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდება. უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, სამშაბათს, ოლაფ შოლცი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. „უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, იქნება მკაცრი სანქციები, რომელიც გულმოდგინედ მოვამზადეთ და შეგვიძლია დაუყოვნებლივ ავამოქმედოთ, - განაცხადა შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)