20:14 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-13 12:04:40, 740 ნახვა

საზოგადოება
ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, 8 მარტის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

8 მარტის ჩათვლით, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შ. პეტეფის ქუჩიდან ჯავახეთის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამბის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება.

განცხადების მიხედვით, შ. პეტეფისა და მანდელშტამის ქუჩებიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 17 შინდისელი გმირისა და ჯავახეთის ქუჩების გამოყენებით. ხოლო, ზ. მხარგრძელის ქუჩაზე ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთისა და გ. მელიქიშვილის ქუჩების გამოყენებით.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები N25, N50, N343 სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ვაზისუბნის დასახლებიდან გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით და განაგრძობენ სვლას დადგენილი სქემით. ვაზისუბნის მიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული მარშრუტები გადაადგილდებიან დადგენილი სქემით. 

ავტობუსები N319 და N377 ვაზისუბნის დასახლებიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, რომლის შემდეგ, სვლას განაგრძობენ ჯავახეთის ქუჩაზე N16 და N174-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნებით,  მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მარშრუტების დადგენილი მოძრაობის სქემა უცვლელია. 

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N455, N493 და N521 მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჯავახეთის ქუჩაზე N16 და N174-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნებისას გადაინაცვლებენ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მიკროავტობუსების დადგენილი მოძრაობის სქემა უცვლელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics