|
2022-02-12 17:00:50, 786 ნახვა
პოლიტიკა
ექიმები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ექიმ მანანა ჯებაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ის კვლავ საჭიროებს რეაბილიტაციის კურსს. როგორც მან ექიმებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მესამე პრეზიდენტის მძიმე დიაგნოზი იძლევა იმის საფუძველს, მისი მკურნალობა სხვა ქვეყანაში გაგრძელდეს. "მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, კონგრესს, ევროპარლამენტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს ხელისუფლებაზე იქონიონ გავლენა. მივმართავთ ასევე საქართველოს ხელისუფლებას, რომ პაციენტ სააკაშვილს, რომელიც იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ჩაუტარდეს გამოკვლევები, საბოლოოდ გაირკვეს მისი დიაგნოზი და გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა", - განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)