|
2022-02-11 21:33:56, 833 ნახვა
საზოგადოება
კარანტინი საპატრიარქოში - ილია მეორე მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება
საპატრიარქოში კარანტინი გამოცხადდა. მიღებული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელებას უკავშირდება. გავრცელებული ცნობებით, საქატრიარქოში შესვლა მაქსიმალურად შეიზღუდა. ასევე, შესვლა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთანაც აკრძალულია. ამ დროისთვის, ილია მეორე მედიკოსების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება. აღნიშნულთან დაკვშირებით ინფორმაციას „მთავარი არხი“ იუწყება. „კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ეს ომიკრონის ვირუსი ძალიან აქტუალური გახდა. ძალიან ბევრს, მათ შორის მეც შემხვდა კორონავირუსი და ყველაფერ ამას დაუკავშირდა კარანტინის გამოცხადება, მაქსიმალურად შეიზღუდა შესვლა. მონასტრის წევრებსაც დაუდასტურდათ, კი. პატრიარქს კორონავირუსი არ დადასტურებია, მაგრამ ეს მონასტერი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეზოში მდებარეობს, რომელსაც პატრიარქის რეზიდენციის იმ ფლიგელთან შეხება არ აქვს“, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)