06:20 - 09 May, 2026
|
2022-02-11 21:00:10, 1088 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - კრემლი რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებზე დასავლეთის ერთობლივ პასუხს ვერ მიიღებს
„რუსეთი ევროკავშირისა და NATO-ს საერთო რეაქციას რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით გზავნილზე, ვერ მიიღებს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, კრემლი ორივე მხრიდან დეტალურ პასუხს ელოდება. „რუსეთი ევროკავშირისა და NATO-ს კოლექტიურ რეაქციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გზავნილზე, უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით, ვერ მიიღებს. ჩვენ თითოეული მხრიდან დეტალურ რეაგირებას ველოდებით. კითხვაზე თავის არიდება ნიშნავს იმას, რომ დასავლეთს ეუთო-სა და რუსეთ-NATO-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები არ სურს აღიაროს და ცდილობს ჩვენი ხარჯით უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)