|
2022-02-11 12:37:34, 644 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან”, ისე „ეჭყანება“ „ოცნება“ ოპოზიციას
„ოცნება“ სერიოზულად ამ თემაზე არ ლაპარაკობს. ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან” ზუსტად ისე „ეჭყანება“ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას, - ასე გამოეხმაურა "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას. ხვიჩიას თქმით, "გირჩი" ამ საკითხზე დისკუსიაში შესვლას არ აპირებს და 5%-იანი ბარიერით შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადება. „ჩემი აზრით, “ქართული ოცნება“ გათამამებულია ამ არჩევნების მერე და საკუთარ თავს ცუდად მოქცევის უფლებას აძლევს. ჩვენ მივხვდით, რომ "ქართული ოცნება" ამ თემაზე სერიოზულად არ ლაპარაკობს და ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან“, ზუსტად ისე „ეჭყანება“ ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5-პროცენტიანი ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ამან იმდენად არასერიოზული ელფერი მიიღო, რომ გვიტყდება ამ პროცესში მონაწილეობა,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 5 %-იანი ბარიერი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამასთან კობახიძემ დაადასტურა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში თუ დაინახავენ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას მისცემს, ამ შემთხვევაში, საკითხზე მსჯელობა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)