|
2022-02-10 22:08:43, 720 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არცერთი თხოვნა არ ყოფილა უკრაინის მხრიდან სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით, იგი მათთვის თავის ტკივილია
„არცერთი მოთხოვნა და თხოვნა არ ყოფილა უკრაინის მხრიდან სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. მათთვის სააკაშვილი თავის ტკივილია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აქტუალური არ არის, ვინაიდან უკრაინის მხრიდან, ამ საკითხს არავითარი ინტერესიც არ უჩანს. „სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან დღემდე არცერთი მოთხოვნა და თხოვნა არ გაჟღერებულა უკრაინის მხრიდან სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არ ყოფილა მთელი ამ დროის განმავლობაში და არც იქნება, მათ შორის, იმის გამოც, რომ სააკაშვილი თავის ტკივილია უკრაინელებისთვისაც. რა თქმა უნდა, ნაკლები, იქ იმდენი რესურსი არ აქვს, აქ არის ოპოზიციის ბელადი და იქ არ არის ოპოზიციის ბელადი, მაგრამ მაინც მათთვისაც არის თავის ტკივილი. არავითარი ინტერესიც არ ჩანს უკრაინის მხარის, რომ მათ გვთხოვონ სააკაშვილის გადაცემა, შესაბამისად, ეს საკითხი აქტუალური არ არის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)