|
2022-02-10 21:15:19, 1057 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - პროცესი გაიშლება ბევრ ჯგუფებზე, იქნება მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც ყველა ჯგუფი მოაწერს ხელს
„პროცესი გაიშლება ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, რეგიონებში, სოფლებში, უნივერსიტეტებში. იქნება მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი მოაწერს ხელს“, - ამის შესახებ ობელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესში დიასპორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან „დღევანდელი ტკივილი და ხვალინდელი მომავალიც“ მათიცაა. „მე გთავაზობთ ახალ სივრცეს. აქ არ არის არანაირი მონოპოლია. პირველი ეტაპი თემების აღმოჩენაა. პროცესი გაიშლება ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, რეგიონებში, სოფლებში, უნივერსიტეტებში. იქნება მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი მოაწერს ხელს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში, აკრძალულია ლანძღვა-გინება. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია. ამ პროცესში დიასპორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღევანდელი ტკივილი და ხვალინდელი მომავალი მათიცაა. ეს უნდა იყოს ცოცხალი, ინკლუზიური და თავისუფალი პროცესი. აქ არ უნდა იყოს რამე ტაბუდადებული თემა“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)