05:15 - 09 May, 2026
|
2022-02-09 10:32:05, 599 ნახვა
მსოფლიო
იტალიასა და ესპანეთში ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის
იტალიაში კორონავირუსული შეზღუდვები მსუბუქდება და ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, 11 თებერვლიდან 31 მარტამდე ნიღბების ტარება მხოლოდ თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში იქნება საჭირო. იტალიაში COVID-19 ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბოლო კვირებში მცირდება, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 101 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 415 ადამიანი გარდაიცვალა. მედიის ცნობით, გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა ესპანეთშიც. ესპანეთში, იტალიის მსგავსად, ზომები მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც საავაადმყოფოებში მიმართვიანობა შემცირდა. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩა დახურულ სივრცეებში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)