|
2022-02-08 19:16:55, 738 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - კრემლი ლუკაშენკოსათვის სამხ. ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით რაიმე სიგნალს არ გზავნის
„კრემლი ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და ყირიმის რუსეთის რეგიონად აღიარებასთან დაკავშირებით რაიმე სიგნალის გაგზავნას არ აპირებს“, - ასე გამოეხმაურა, კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ბალარუსიის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარსარდალი აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობას ვერ ხედავს. დიმიტრი პესკოვის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის უცნობი არ არის აღნიშნულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პოლიტიკური მდგომარეობა. მისი განცხადებით, ამის გამო, იგი გადაწყვეტილებას, საჭიროებისამებრ თვითონვე მიიღებს. „არსებობს რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული სახელმწიფოები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომეთთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ასევე, არის რუსეთის რეგიონი ყირიმი, რომელიც რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)