|
2022-02-08 10:32:47, 613 ნახვა
ეკონომიკა
ვაჟა მენაბდე -„ლიბერთის” საპროცენტო განაკვეთები სრულად გამჭვირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე
გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ განაცხადა, რომ "ლიბერთი ბანკის" სამომხმარებლო სესხი, რომელსაც ხანდაზმული პირები იღებენ, თავის კატეგორიაში ყველაზე ხელმისაწვდომია. ამასთან, ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ამ კატეგორიის სესხებს არ აქვთ ფარული საკომისიო თუ მომსახურების გადასახადი. "ჩვენ არაერთხელ გაგვიცია ამაზე პასუხი და ყოველთვის მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საბაზრო ფასზე, არის თუ არა ეს ფასი საბაზრო და ხომ არ არის ამოვარდნილი ბაზრიდან. ნებისმიერ პროდუქტზე საუბარი მისი საბაზრო ფასიდან გამომდინარეა საჭირო, რადგან ასე ნათლად ჩანს თუ რა არის ძვირი. საპენსიო სესხს დიდი ხანია აღარც უნდა ვახსენებდეთ, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც სებ-ის ყველა რეგულაციას და მათ შორის შემოსავლების დასაბუთების, PTI-ის რეგულაციას ექვემდებარება. ჩვენ ბევრჯერ დავასაბუთეთ, რომ ამ მოცულობის კრედიტებს, კორპორატიულ, მილიონ დოლარიან სესხებს თუ შევადარებთ, ფასში რა თქმა უნდა სხვაობა იქნება. მაგრამ თუ ვადარებთ 1000 და 2000 ლარამდე სამომხმარებლო სესხების განაკვეთს, ლიბერთის სესხები ამ შემთხვევაში უმეტესწილად საბაზრო განაკვეთებზე დაბალია. კიდევ ერთი დეტალია საგულისხმო, ჩვენი საპროცენტო განაკვეთი არის სრულიად გამჭვირვალე, რადგან აქ არ არის რაიმე ფარული საკომისიოები, დამატებითი გადასახადები. როდესაც კონტრაქტში ვხედავთ დაბალ განაკვეთს 18%; 20%, 24% კარგად უნდა წავიკითხოთ რა არის ეფექტური განაკვეთი და ხომ არ არის გაცემის საკომისიო ან სხვა საკომისიოები. როდესაც სამომხმარებლო სესხებს ვადარებთ ერთმანეთს, ბაზარზე თუ უფრო მაღალი განაკვეთებია და 1000-ლარიანი სახელფასო სესხი რომ აიღოს ადამიანმა, თუ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ლიბერთიში კონკრეტული სესხი, მაშინ რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი არსებული კონტრაქტი დაიშლება ან შეიცვლება, მაშინ სხვა ბანკში სესხებზე უფრო დაბალი პროცენტი იქნება. ფასწარმოქმნისას გასათვალისწინებელია დისტრიბუციის ხარჯი. ანუ, რაც უფრო პატარაა სესხი, რაც უფრო წვრილ თანხებად გაიცემა, რა თქმა უნდა ეს მოქმედებს ფასზე. ჩვენი ფასი არის საბაზრო. დღეს არსებულ ბაზარზე, ასეთივე სესხებზე, კიდევ უფრო მაღალი განაკვეთებია. რისკის ფასს რაც შეეხება ამ სესხებისთვის ეს არ არის 2%; არამედ არის დაახლოებით 5% და ეს არის დანაკარგი. მოგეხსენებათ, ჩვენ ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისგან არ ვითხოვთ თანხის ამოღებას. ჩვენ ვართ გამჭვირვალე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვებს,"- აცხადებს "ლიბერთი ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დირექტორი ვაჟა მენაბდე.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)