|
2022-02-08 10:17:44, 474 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ნატო-ს აღმოსავლეთით, ახალი წევრებით გაფართოების
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას ახალი წევრების მიღების ხარჯზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პუტინის განცხადებით, ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ აღმოსავლეთით ახალი წევრებით ნატო-ს გაფართოების. ჩვენთვის საერთო საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს შემდგომი გაფართოება ჩვენს საზღვრებთან. ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, მაგრამ ნატო მოდის ჩვენსკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას არ შეესაბამება“, - განაცხადა პუტინმა. მისივე განცხადებით, ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას ეწინააღმდეგება. „ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ან საქართველოს ალიანსში მიღებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ ვიცით, არაერთხელ გვაქვს მოსმენილი. ამ შემთხვევაში მე მაქვს კითხვა, თუ ეს ასეა, მაშინ რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)