|
2022-02-07 19:06:45, 597 ნახვა
საზოგადოება
46 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში იძულებით გადაადგილებულ 46 ოჯახს ბინები გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას დევნილთა სააგენტო იუწყენა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლსა“ და ყოფილ სასტუმრო „ოქროს საწმისში“ მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა მიიღეს. „ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ღონისძიებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და დირექტორის მოადგილე დავით გურამიშვილი ესწრებოდნენ. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა სააგენტოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. გაცემული დაპირების შესაბამისად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები ოჯახების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, უმოკლეს ვადაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. გასულ კვირაში სანატორიუმში მცხოვრები 16 ოჯახი განსახლდა. ამ ეტაპზე კი, ბინა 17-მა ოჯახმა მიიღო. 2022 წელს, ეტაპობრივად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)