01:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 16:32:07, 981 ნახვა

ეკონომიკა
მიიღე მეტი სარგებელი - „თეგეტა მოტორსში“ ქეშბექი დაბრუნდა

„თეგეტა მოტორსში“ ქეშბექ შეთავაზება დაბრუნდა.

ქეშბექ შეთავაზება  ნიშნავს, რომ თეგეტას მომხმარებელი ახლა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. ქულების დაგროვების პროგრამაში ჩართვა  პირველივე გადახდაზეა შესაძლებელი.

ქეშბექის პროცენტი ბარათის ტიპის მიხედვით იცვლება. CLASSIC ბარათის მფლობელები თანხის 7%-ს დაიბრუნებენ, SILVER-ის მფლობელებისთვის 10%-ია განსაზღვრული, ხოლო GOLD ბარათის შემთხვევაში ქეშბექი 15%-ია.

„თეგეტა მოტორსში“ დახარჯული თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია როგორც სერვისით სარგებლობისას, ასევე ნებისმიერი ავტოპროდუქტის შეძენის შემთხვევაში. შეთავაზებით მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ, 17-ვე ფილიალში ისარგებლებს.

„თეგეტას ყოველწლიურად 130 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც შეგვიძლია 300-ზე მეტი ბრენდის პროდუქცია შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია ადამიანებს ავტომობილის ფლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ხარისხიანი სერვისითა და პროდუქციით სარგებლობას „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელი მიჩვეულია. ახლა კი, დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას შეძლებენ. მათთვის მაქსიმალურად გამარტივებული და მოქნილი ლოიალობის პროგრამა შევქმენით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქეშბექ აქციით სარგებლობას მომხმარებელი პირველივე გადახდაზე შეძლებს, საშუალება ექნება ქულებს თანხა დაამატოს სურვილის შემთხვევაში და წლის ბოლომდე გამოიყენებს“ - ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი.

ქეშბექით დაგროვებული თანხის გახარჯვა ნებისმიერ სერვისსა და პროდუქციაზე, ფასდაკლების შემთხვევაშიც ხდება. ქულების გამოყენებისას, თანხის დამატებაც შესაძლებელია. 

 

თეგეტა მოტორსი 26 წლიანი გამოცდილებით, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. კომპანია, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს. თეგეტას ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics