|
2022-02-07 11:34:07, 897 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და Visa-ს პატნიორობით 60 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter”-ში ჩაერთო
„საქართველოს ბანკის, Visa-ს, Extra.ge-სა და Adapter-ის პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეწარმეებისთვის ციფრული ადაპტაციის პროექტი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება. “Adapter”-ის საშუალებით უკვე 60 კომპანია საკუთარ პროდუქციას Extra.ge- ზე ყიდის. “პროექტის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა “Adapter”-ის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით მიიღეს მხარდაჭერა, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა. პროექტში ჩართულმა მეწარმეებმა 2021 წელს უკვე გაყიდეს 700-ზე მეტი პროდუქტი, მიიღეს 44 000 ლარზე მეტი შემოსავალი. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2XJjhgQ „მოხარული ვართ, რომ პროექტში უკვე ჩართულია 60 ქალი მეწარმე, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს მათ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა საკუთარი მაღაზიის გაციფრულებით. ისინი წარმატებით ყიდიან პროდუქტს ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლზე, Extra.ge-ზე. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, აქტიურად გრძელდება მონაწილეების პროდუქციის სოციალურ ქსელებში პოპულარიზაცია, რათა გავზარდოთ მათი ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არაფრის წინაშე არ უნდა გაჩერდნენ. “, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. „Visa და საქართველოს ბანკი იზიარებენ საერთო მისიას, რომელიც ინოვაციური უნაღდო გადახდების ხელშეწყობასა და ადგილობრივი საზოგადოების განვითარებას ემსახურება. ჩვენი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, გულისხმობს ქალთა გაძლიერებას, რასაც Visa-ს #She’sNext ინიციატივის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ. Visa-ში ჩვენ გვჯერა, რომ მტკიცე მხარდაჭერით, ხელს ვუწყობთ ქალი მეწარმეების პროფესიულ ზრდას, ვუმარტივებთ ახალ რეალობასთან ადაპტაციას, შთავაგონებთ ბიზნესის წამოწყების საქმეში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ამ ინიციატივის ნაწილი, ვეხმარებით ნიჭიერ ქალებს თავიანთი ბიზნესის გაციფრულებაში, ვაფართოვებთ ჩვენს ქსელს და ამავდროულად ვავითარებთ ელექტრონულ კომერციას საქართველოში.“ - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)