|
2022-02-07 10:50:45, 864 ნახვა
საზოგადოება
„სემეკმა“, აბონენტებზე დარიცხული დავალიანებების საკითხზე, „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო
იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო. კომისიის წარმომადგენლის თქმით, თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს კომისიას გადაეცემა და შესაბამისი კანონმდებლობით დააჯარიმებს ან სანქციას დაუწესებს ენერგოკომპანიებს. „თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს გადაეცემა კომისიას, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმსჯელებს დაჯარიმებაზე ან რაიმე სანქციაზე. თუ ეს ასე შეფასდება, როგორც კომისიამ განაცხადა, ასევე, იმსჯელებს იმ მოქალაქეების ქვითრების გასწორებაზე, რომელთაც შეეხებათ შესწორების ვალდებულება. კონკრეტული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ ასეთი შეფასება იქნება შემოწმების ჯგუფის მიერ, კომისია იმსჯელებს, მათ შორის, ქვითრების შესწორების შესახებაც“, - განაცხადა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად გაჩეჩილაძემ მედიასთან საუბრისას. ცნობისთვის, აბონენტებისადმი დარიცხული დავალიანებების შესწავლისთვის, სემეკს 1 თვე აქვს. ჯგუფი შეამოწმებს კომპანიების მიერ 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში მომხმარებლებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და საფასურის დარიცხვის შესაბამისობას გულისხმობს. „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)