|
2022-02-07 09:50:56, 717 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება - საქართველო დაემატება ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ
საბერძნეთის განახლებული რეგულაციებით, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდება, საქართველო დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საბერძნეთში შესვლა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში. ან წარადგენს „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180-დღიანი მოქმედების ვადით. ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. ყველა მგზავრი ვალდებულია, საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საკონსულო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში მიმავალი ყველა პირისათვის სავალდებულოა, გამგზავრებამდე 24 საათით ადრე ელექტრონული აპლიკაციის შევსება შემდეგ ვებგვერდზე: https://travel.gov.gr/#/. ოჯახის წევრებს შეუძლიათ, შეავსონ ერთობლივი ფორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)