|
2022-02-06 12:52:07, 711 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების დღე აღნიშნეს
6 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების საქმეში ჩართული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა. როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშული, მინისტრმა აშშ-ის და ლიეტუვას თავდაცვის ატაშეებსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელს მჭიდრო თანამშრომლობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების კუთხით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების ბიუროს, როგორც უწყებრივი, ასევე ეროვნული დონის კიბერაქტორის როლი ქვეყნის კიბერთავდაცვითი მდგრადობის უზრუნველყოფაში. ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ბიუროში მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს და შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი, ლუკა მგელაძე დაესწრნენ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მთავარ ამოცანად თავდაცვის სექტორში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, ერთ-ერთ პრიორიტეტად კი, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა დასახელდა. თავდაცვის უწყების დოკუმენტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია 2021-2024 განსაზღვრული მიმართულებები, ადამიანური რესურსების, პროცესებისა და ტექნოლოგიის ოპტიმიზაციის გზით, ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების ზრდას და მიზნად ისახავს სისტემის ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)