|
2022-02-05 12:52:36, 705 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღონისძიებაში „ნობათობა“ მიიღებენ მონაწილეობას
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღონისძიებაში „ნობათობა“ მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 5 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, „ბაზარი ორბელიანზე“ გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - თაფლი, ღვინო, ყველი, მშრალი ხილი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა. „ნობათობის“ ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანზე“ უსასყიდლოდ უთმობს სივრცეს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს. ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობითაა დატვირთული, რაც სხვადასხვა ფორმატით - დეგუსტაციები, შეფების მასტერკლასები, ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობები - პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას გულისხმობს. „ბაზარი ორბელიანზე“ არის ისტორიული ბაზრის განახლებული კონცეფცია, რომელიც ქართული წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)