|
2022-02-04 15:31:53, 883 ნახვა
სამართალი
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 24 თებერვალს გაიმართება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე გამოკითხეს. გარდა ამისა, ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, ექს–პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე, მასთან ექიმების არშეშვებასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურისთვის დაევალებინა ფაქტის მოკვლევა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გარდა ამისა, სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში ექს–პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სახელმწიფო საზღვრის კვეთის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 24 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმზე ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)