|
2022-02-04 15:25:41, 1270 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი
მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რაც დასტურდება მტკიცებულებებით, რომელთა გამოკვლევაც მომდევნო პროცესებზეც გაგრძელდება. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი „აქ არის, მაგრამ არ არის აქ“, აბსოლუტურად ბუნდოვანია მათი პოზიცია. "დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოწმეები და კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილი კანონიერად სახელმწიფოში არ შემოსულა, მან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ეს დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელთა გამოკვლევაც მომდევნო პროცესებზეც გაგრძელდება. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი „აქ არის, მაგრამ არ არის აქ“, აბსოლუტურად ბუნდოვანია მათი პოზიცია. რაც შეეხება არგუმენტს, რომ არ შეიძლება დავსაჯოთ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტი, ამაზე არსებობს კანონმდებლობის მოთხოვნა და ბრალი აქვს წარდგენილი, შესაბამისად, მისმა ადვოკატებმა ამ ბრალზე უნდა ისაუბრონ“, - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)